ადგილმდებარეობა: თბილისი, თაბორი (ნადიკვრების ქუჩა)
ტიპოლოგია: განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ)
არეალის ფართობი: ~15 ჰა
სართულიანობა: 5–12 სართული
ფუნქცია: საცხოვრებელი / საგანმანათლებლო / სარეკრეაციო
პროექტი წარმოადგენს შპს „მონოლითი ჯგუფი პლიუს“-ისთვის დამუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თაბორის მთის მიმდებარედ, ნადიკვრების ქუჩაზე და მოიცავს დაახლოებით 15 ჰექტარ არეალს.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სექტორში განისაზღვრა 5-დან 12 სართულამდე საცხოვრებელი შენობები, რომლებიც ორგანიზებულია ცენტრალური, დაახლოებით 1 ჰექტარის ფართობის გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის ირგვლივ. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს კომპლექსის სოციალურ და ვიზუალურ ბირთვს.
დამატებით, პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის — სკოლისა და საბავშვო ბაღის ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს და ზრდის ტერიტორიის ფუნქციურ მრავალფეროვნებას.