პროექტი მდებარეობს თბილისში, შარტავას ქუჩაზე და წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის არსებული შენობის ტრანსფორმაციას თანამედროვე მრავალფუნქციურ საოფისე სივრცედ.
არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება არსებული სტრუქტურის გადაფასებასა და ახალი ფასადის ინტეგრაციას, რომელიც ქმნის მკაფიო, მოდულარულ რიტმსა და თანამედროვე ურბანულ იერსახეს. პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფუნქციები აქტიურ საჯარო სივრცეს ქმნის, ხოლო ზედა სართულები უზრუნველყოფს მოქნილ და ეფექტურ საოფისე გარემოს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, შარტავას ქუჩა
ფუნქცია: მრავალფუნქციური საოფისე შენობა
ტიპოლოგია: რეკონსტრუქცია