პროექტი მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ შინდისში და მოიცავს დაახლოებით 200,005 კვ.მ ფართობის ტერიტორიას. კონცეფცია ეფუძნება დაბალი სიმჭიდროვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
ტერიტორიაზე დაგეგმილია 141 ინდივიდუალური საცხოვრებელი ნაკვეთი, რომლებიც განაწილებულია ოპტიმიზირებული საგზაო ქსელისა და მწვანე ინფრასტრუქტურის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და დაბალანსებულ საცხოვრებელ გარემოს.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია დიდი სარეკრეაციო სივრცე, საერთო ფართობით დაახლოებით 26,000 კვ.მ, რომლებიც ქმნიან ტერიტორიის ეკოლოგიურ და სოციალურ ბირთვს და უზრუნველყოფენ დასვენებისა და საზოგადოებრივი აქტივობების შესაძლებლობას.
დაგეგმარება ორიენტირებულია ვიზუალურ კავშირებზე, მწვანე სივრცეების ინტეგრაციაზე და მშვიდ, საცხოვრებლად ხარისხიან გარემოზე.
Location: Tbilisi, Shindisi
Typology: Residential Development (Individual Houses)
Site Area: 200,005 sq.m
Residential Plots: 141
Recreational Area: ~26,000 sq.m