არქიტექტორები: მარიამ ეფრემიძე, ლუკა კიკიანი
მდებარეობა: ქობულეთი, საქართველო
ტიპი: სასტუმრო და სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
სტატუსი: პროექტირება დასრულებულია
შენობის ფართობი: 17,500 მ²
დამკვეთი: კერძო
წელი: 2024
LOFT TOWERS გრგ და არქიტექტურული პროექტი, მდებარეობს ქობულეთში, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში და წარმოადგენს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ-სასტუმრო კომპლექსს, რომელიც ორი მაღლივი თაუერისგან შედგება.
პროექტი მოიცავს 25 და 30 სართულიან შენობებს, რომლებიც დაგეგმარებულია ისე, რომ ყველა ბინასა და აპარტამენტს ჰქონდეს პირდაპირი ან პანორამული ხედი შავ ზღვაზე. არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე, დინამიკურ ფორმებს, ღია ხედებსა და სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას.
კომპლექსი აერთიანებს სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციებს, რაც ქმნის როგორც დასვენების, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველ გარემოს.