პროექტი მდებარეობს ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში და წარმოადგენს 11,674 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი განაშენიანების კონცეფციას, რომელიც ორიენტირებულია დაბალი სიმჭიდროვის გარემოს ფორმირებაზე.
დაგეგმარება ეფუძნება სივრცის მკაფიო ორგანიზებას, 6-სართულიანი საცხოვრებელი შენობებისა და გამწვანებული სივრცეების ინტეგრაციას. კომპოზიცია ვითარდება ხევის მიმდებარედ და აყალიბებს ცენტრალურ სკვერს, რომლის ირგვლივ ორგანიზებულია საცხოვრებელი სტრუქტურა და სარეკრეაციო-გასართობი ზონები.
ტერიტორიის ბუნებრივი რელიეფი და ხევის სიახლოვე ქმნის განსაკუთრებულ გარემოს — უზრუნველყოფს ვიზუალურ გახსნილობას, სიმწვანესთან კავშირს და ზრდის საცხოვრებელი სივრცის ხარისხსა და პროექტის საერთო ღირებულებას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი
ფუნქცია: საცხოვრებელი განაშენიანება
ტერიტორიის ფართობი: 11,674 კვ.მ
კ-2 (საერთო ფართობი): 18,020 კვ.მ
სართულიანობა: 6 სართული