ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
ფუნქცია: სასტუმრო და სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი
შენობის ფართობი: 6,770 კვ.მ
კ-2: 1.6
სართულიანობა: 6 სართული
DEMAX NIABI მდებარეობს ელიას მთაზე, ნიაბის ქუჩაზე — ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ რელიეფურ ლოკაციაზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ძველ თბილისსა და ისტორიულ ურბანულ ქსოვილზე.
პროექტი წარმოადგენს თანამედროვე საცხოვრებელ-სასტუმრო კომპლექსს, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება დინამიკურ ჰორიზონტალურ ფორმებს, ღია ტერასებსა და ბუნებრივ გარემოსთან ინტეგრირებულ სივრცით გადაწყვეტებს. შენობის კომპოზიცია ქმნის მრავალფენოვან ვიზუალურ კავშირებს ლანდშაფტთან და ქალაქის ხედებთან.
6-სართულიანი კომპლექსი დაგეგმარებულია ისე, რომ საცხოვრებელი ერთეულებისა და აპარტამენტების უმეტესობას ჰქონდეს პირდაპირი ხედები ძველ თბილისზე.
პროექტი ისეა მორგებული არსებულ რელიეფს რომ მისი სახურავის ნიშნული არ სცდება უკან მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლების ეზოს რელიეფის ნიშნულებს, რაც იძლევა საშუალებას ყველა მათგანს ჰქონდეს ხედები ძველ თბილისზე.